0 6 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზღვის პროდუქტების, არყის, ბრილიანტების იმპორტი იკრძალება – აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთს

ამერიკის შეერთეთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. აშშ აკრძალავს ისეთი ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს რუსეთიდან, როგორიცაა არაყი და ხიზილალა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დიდი შვიდეული აძლიერებს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ სიაში ოლიგარქებისა და მათი ოჯახების ახალ სახელებს ვამატებთ სიაში.

ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ჰპარავენ რუს ხალხს და ცდილობენ თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი იმ კლეპტოკრატიის ნაწილი არიან, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი. სანამ ჩვენ მათ სუპერ იახტებსა და აგარაკებს ვებრძვით, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ ასევე გავართულებთ მათთვის, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას, ავკრძალავთ მათ ექსპორტს რუსეთში. ეს არის უკანასკნელი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, მაგრამ ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ”, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

დამატებითი სანქციები, რომლებსაც აშშ რუსეთს უწესებს:

  • აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
  • აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
  • ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები