ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ზვიად გოგოაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს
"სამშაბათს, 21 აპრილს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ბატონი რეზო ესაძე... გააცილეს-თქო ვამბობ, რადგან არცერთ ჩვენგანს არ გაგვიცილებია და მხოლოდ ამ ადამიანებმა, მხოლოდ სასულიერო პირებმა ბოლომდე შეასრულეს ის, რასაც მათ მიერ ცხოვრებაში არჩეული გზა ავალდებულებდა!...
თქვენ გგონიათ სამღვდელო შესამოსელის ქვეშ ადამიანის ჩვეულებრივი სხეული არაა დაფარული? თავადვე არ ამტკიცებდით, იტალიაში 30-ზე მეტი მღვდელია გარდაცვლილიო? თუ ეს ისტერია მრევლის და სამღვდელოების კი არა, მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად გქონდათ ატეხილი და მათი სიცოცხლე ფეხებზე გეკიდათ? 🤬 ეს ფოტო სალომე ზურაბიშვილის პირადი გვერდიდან წამოვიღე - წუხდა პრეზიდენტი, ვერ მივაგეთ სათანადო პატივიო...
ვერ გაბედა სამებაში მისვლა და მხოლოდ ყვავილების თაიგული გააგზავნა? რატომ? აჰ, ვირუსი რომ არ გადასდებოდა? და ეს ადამიანებიც რომ იგივენაირად მოქცეულიყვნენ და უარი ეთქვათ ვირუსის შიშით ბატონი რეზოს სულის საცხოვნებლად პანაშვიდის გადახდაზე, მაშინ რას იტყოდით მღვდელმსახურთა მუდმივად მაგინებლებო? გაამტყუნებდით თუ გაამართლებდით მათ ქმედებას? რა თქმა უნდა, გაამტყუნებდით! და ახლა რატომ სდუმხართ, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ადამიანებიც გმირები არიან - დამცირებული, შეურაცხყოფილი, მართლა ბნელი ბრბოს ცნობიერების მქონე სნობების მიერ ნაგვემ-ნათრევი, მაგრამ გაუტეხელი, შეუდრეკელი და საკუთარი მრწამსის ერთგული გმირები?!
ბოლო დღეებში, "გმირებად შერაცხული" ჩვენი ექიმების ქმედებებმა ძალიან ბევრი ადამიანი გააღიზიანა... რატომ, ბატონებო და ქალბატონებო? თქვენს პირად ინტერესებს შეეხო მათი რიტორიკა და აღარ მოგეწონათ? აჰ, ხელისუფლების დაკვეთა დაინახეთ და პოლიტიკურ თამაშებში მათი ჩაბმის მცდელობა? და მძიმე მარხვის პერიოდში იგივეს არ აკეთებდნენ თუ მაშინ ასე გაწყობდათ?
ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი მანკიერება სწორედ ეგოიზმია და ამიტომაა ის დაპირისპირებული ეკლესიასთან, რწმენასთან და ღმერთთან, რადგან უფალი საკუთარი თავის უარყოფისა და პირველ რიგში მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, რაც არის ღმერთისადმი სიყვარულის გამოხატვის ის გზა, რომელსაც ძალიან ცოტა თუ გაივლის..."
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები