1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მანანა მანჯგალაძე: ,,ხალხო, გადაირიეთ?!.. დავხვრიტოთ ბარემ ან გავაციმბიროთ”

ტელეჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება, რომელიც ბათუმის თეატრმა რეპერტუარიდან მოხსხნა. "არ ვარ თამარ მაყაშვილის გულშემატკივარი, უფრო მეტიც, მისი გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს. ის სიტყვებიც მაშინვე მომხვდა ყურში და არ ვიცი, რა დავარქვა .. ახლა ტელევიზორში ისეთ ხალხი ჩანს, თამარ მაყაშვილი კი არა, აგერ ბიბი თუ ბაბი გახდა უცებ ნანი ბრეგვაძე…. სრული აღრევა გვაქვს ყველაფერში… და მაინც საზოგადოებამ აიძულა – გაითავისა თუ არ გაითავისა –  ბოდიში მაინც მოიხადა. და ეს სწორი იყო საზოგადოების მხრიდანაც და მისაგანაც. ანუ თავის საქციელზე პასუხი აგო. ამის მერე გაცილებით უფრო მეტად დაუკვირდება თავის სიტყვებს და სხვებისთვისაც იქნება ეს მაგალითი. მაგრამ, მაგრამ, ხალხო,  სპექტაკლიდან მოხსნა რა უბედურებაა… გადაირიეთ! ეს უკიდურესობები, ეს რაღაც სახალხო სასჯელები, დავხვრიტოთ ბარემ ან გავაციმბიროთ”, – წერს მანანა მანჯგალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები