1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ახლა დრო არ არის ისეთი მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, უკრაინა კი იმ პირობით დაუბრუნდება მოლაპარაკებებს, თუ მტერს ნამდვილად სურს ომის დასრულება.

“ჩვენ არ გვაქვს დრო ისეთი საუბრისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ეჭვი არ გვეპარება და მზად ვართ, ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები