2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში.. უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური... - ნათია გოგსაძე

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე თავისი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს:

საგიჟეთში ვცხოვრობთ ......დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა)თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა...... აი ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში...ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა... უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური ......

ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა ,ნეტავ...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები