1 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს მესამე დღეა უშედეგოდ ებრძვიან

კალიფორნიის შტატში, სადაც ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ცეცხლმა ლოს ანჟელესსა და კიდევ რამდენიმე დასახლებაში ასობით ჰექტარი ფართობის ტყის მასივი მთლიანად გაანადგურა. მძიმე ვითარებაა შტატის სამხრეთში, სადაც მოსახლეობის კუთვნილი სახლების ნაწილი სრულად დამწვარია.

მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, ხელისუფლების თქმით, ევაკუირებულია უკვე 8 000-მდე ადამიანი. ცეცხლს 100-მდე სახანძრო ბრიგადა და ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. 

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში ხანძარი 1 აგვისტოს გაჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები