0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია

• J.P. Morgan „თეგეტასთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები  სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და კომპანიის მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ.

მხარეებმა რეგიონში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივასა და კომპანიის მიერ საშუალო ვადაში ევრობონდების გამოშვების პოტენციალი განიხილეს. 

J.P. Morgan-ის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის გლობალური გეგმები და ფინანსური შედეგები დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომსაერთაშორისო ბაზარზე საავტომობილო ინდუსტრიისა და ქართული კომპანიების მიმართმზარდი დაინტერესება შეინიშნება. 

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრებზე ჰოლდინგის პოზიციონირების გაძლიერებაა. კომპანია, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე აქტიური ემიტენტი, სამომავლოდ ევრობონდების ემისიას განიხილავს. საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან სწორედ ევრობონდების ემისიაზე ვისაუბრეთ“.

მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, J.P. Morgan-მა „თეგეტა ჰოლდინგი“ ივნისში ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია. საერთაშორისო ღონისძიებაზე „თეგეტა“, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერი, პარტნიორებს საკუთარ საქმიანობას გააცნობს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა,  განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ კი 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ  477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია.„თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარშიგამოშვება.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...