2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!

მარტივი და გასაგები, ამავე დროს მასშტაბური, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული - ლიბერთი ბანკის ახალი მასშტაბური კამპანია მთელ სათქმელს ერთ სიტყვაში ატევს.

„ჩვენიანი“- აქ ასე ეძახიან ყველას, იმ თანამშრომლით დაწყებული, რომელიც ბანკის ფილიალის კარს პირველი აღებს, დამთავრებული იმ მომხმარებლით, რომელთანაც ყველაზე მიუვალ ადგილებში თანამედროვე საბანკო სერვისები მობილური მანქანა-ფილიალით ან ცხენითაც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად, ლიბერთის ახალი ეტაპის შესახებ, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, თორნიკე კორძაიამ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

 

- „ლიბერთის“ ახალი ვიდეორგოლი „ჩვენიანი“ უკვე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა და ბევრმა "ჩვენიანის" ქვეშ საკუთარი თავიც ამოიცნო. თუმცა, ეს ვიდეორგოლი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი კამპანიის, რომელიც „ჩვენიანში“ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. დეტალურად მოგვიყევით ბანკის ამ ახალი საინტერესო ეტაპის შესახებ...

 

ამ ვიდეორგოლმა უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი მთავრი ძალა - თანამშრომლები და მომხმარებლები, ისინი ვინც ქმნის ლიბერთის და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. საცალო საბანკო მიმართულებით, ლიბერთის მხრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხანგრძლივ ‘დუმილს’ ვარღვევთ. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში ბანკი რამდენიმე მსხვილი მიმართულებით სწრაფად ვითარდებოდა. ერთის მხრივ, ჩვენ ვართ ერთადერთი ბანკი, რომელიც სურვილს გამოხატავს, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში და შესაბამისად, მომსახურებას უწევს სოციალური სარგოს თუ პენსიის მიმღებ პირებს. მეორეს მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა და განვითარდა ბიზნესის დაკრედიტების და ხელშეწყობის მიმართულება. ახლა უკვე, ჩვენი გუნდის სტრატეგიულ მიზნებს შეემატა რითეილ ბანკინგის ფართოდ დანერგვა. საცალო მიმართულებით ხალხი აქტიურად არ გვიცნობს, გვაქვს საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა, ასევე ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყანაში, ყველაზე დიდი დაფარვის არეალი, მოქნილი ციფრული აპლიკაცია, და გვყავს 1,6 მლნ აქტიური მომხმარებელი. ყველა ეს მომხმარებელი თვეში მინიმუმ ერთ კონკრეტულ მომსახურებას იღებს ჩვენს ბანკში, მაგრამ ბევრი მათგანისთვის ჯერ კიდევ არ ვართ ძირითადი ბანკი. ამიტომ, პირველ რიგში გვინდოდა, რომ მათ თავიდან გავეცანით - გვეთქვა, რომ აქ ვართ ადამიანები, ერთიანი შეკრული გუნდი, რომლებიც მოემსახურებიან ყველგან - იქ, სადაც ფილიალი არ ექნებათ, მანქანით მივლენ, სადაც მანქანით ვერ მიაღწევენ, ცხენით გაიკვალავენ გზას.

 

- ლიბერთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება სტრატეგიას, რომლის მიზანია ჩამოყალიბდეს როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი. იქნებ გვიამბოთ ამ მიმართულებით რა ცვლილებები განხორციელდა ბანკში?

 

უნივერსალური ბანკი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს, იურიდიულს თუ ფიზიკურს, შეუძლია მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული ყველა სახის საბანკო მომსახურება. ეს არის ბანკი, სადაც ხდება არა მარტო მსხვილი, საშუალო ბიზნესის, თუ ინდივიდების დაკრედიტება, არამედ, ის არის დეპოზიტების შემნახველიც. ასევე, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყოველდღიური საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრი შესთავაზო მომხმარებელს: განახორციელო გადარიცხვები, კონვერტაციები, მიიღო გზავნილები და ა.შ. ჩვენი მიზანი ყველა ამ მიმართულებით განვითარებაა. მიგვაჩნია, რომ ჩვენიანებისთვის მათზე მორგებული, კონკურენტული პირობებით და მაღალი ხარისხით შეგვიძლია მომსახურების მიწოდება. „ჩვენიანი“ პირველი გზავნილია მათთვის, რომ ვისაც ლიბერთისთან ოდნავ მაინც აქვს შეხება, კიდევ უფრო დაინტერესდნენ, მეტად მოვიდნენ ჩვენთან და გააიგონ რას ვთავაზობთ მათ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ ნებისმიერი ტიპის საბანკო მომსახურების გაწევა შეგვიძლია მათთვის და ამასთან, პირადი ყურადღების დათმობაც.

 

- გამოდის, რომ ლიბერთიმ ახალი ტერმინი დაამკვიდრა საბანკო სფეროში. აქამდე ბანკის მომხმარებელს თუ ძირითადად კლიენტის სახელით მოიხსენიებდნენ, თქვენ მათ ჩვენიანებს უწოდებთ. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო აახლოვებს ბანკსა და მომხმარებელს და ზრდის ლოიალურობას...

 

ეს არის დაპირება, რომელსაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები ბანკისგან და კონკრეტული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს. დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ - ვნერგავთ ახალი მომსახურების მოდელებს, ვაუმჯობესებთ შეთავაზებებს. ლიბერთის 5000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ერთ ტრანზაქციას მაინც ახორციელებს ლიბერთიში, გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი.

 

- კმაყოფილი ხართ მიმდინარე წლის შედეგებით და დიდი ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ მომავლი წლისთვისაც...

 

მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ბანკში დიდი ტემპით იზრდებოდა ბიზნესის მომსახურების მიმართულება და წელს, პირველად წავიდა ზრდაში საცალო მიმართულება. საუბარია როგორც საკრედიტო მხარეზე, ასევე საოპერაციო მომსახურებაზე, განსაკუთრებით კი დეპოზიტების მოზიდვაზე. ეს ძალიან გვახარებს, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გვანდობს თავის დანაზოგს.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ბანკის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერება შეემატა, ამ თვალსაზრისით გუნდს ბევრი პროფესიონალი შემოუერთდა. ახლა, როგორც არასდროს ყველა, როგორც სათაო ოფისში, ისე წინა ხაზზე, ორიენტირებული ვართ ერთ დიდ მიზანზე, რომ ყველა ჩვენიანისთვის ვიყოთ მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ხელმისაწვდომი ბანკი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები