2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა ჰოლდინგი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 20 000 000 ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

. აღნიშნული ემისია იქნება პირველი ლარში დენომინირებული ტრანზაქცია, რომელსაც თეგეტა საცალო მომხმარებლისთვის გამოუშვებს

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, ფასიანი ქაღალდების ემისიას 18 დეკემბერს განახორციელებს.  ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტითიბისი კაპიტალია.

ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი, მსურველი შეძლებს. ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარია, ვადა კი - 2 წელი. ობლიგაციონერებისარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით 14%-15%-ის დიაპაზონში. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება. 

 

ვახტანგ კაჭარავა,  „თეგეტა ჰოლდინგის“  აღმასრულებელი დირექტორი:  „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს 2023 წელს განხორციელებული უკვე მე-5 ემისიაა .კაპიტალის ბაზარზე პირველად, ჩვენი შეთავაზება ხემისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში. 20 000 000 ლარის ობლიგაციების ემისია საცალო მომხმარებლებისთვის მაღალი მოთხოვნისა და იმ გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომელიც დოლარსა და ევროში გამოშვებული ობლიგაციებით მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ემისია ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ლარიზაციის პოლიტიკას და გვსურს, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებისთვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენას, მართონ საკუთარი დანაზოგები და მიიღონ მაღალი სარგებელი. ამასთანავე,  „თეგეტასათვის“ , მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და გვსურს, წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, მეორე მხრივ კი,ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს".

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.

ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი ემისიის მთელ პროცესს წარმართავს.

 

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი:  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდება. ეს ტრანზაქცია  „თეგეტა ჰოლდინგისა“  და თიბისი კაპიტალისთვის  მე-4 ერთობლივი განთავსება იქნება. ობლიგაციებით,  „თეგეტა ჰოლდინგთან“  ერთად, დაბანდების ალტერნატიულ შესაძლებლობას ვქმნით - მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. ზოგადად, ლარის ობლიგაციების ფლობას რამდენიმე უპირატესობა აქვს: შემცირებული ინფლაციის გამო, ლარში საპროცენტო განაკვეთის კლებაა მოსალოდნელი. ამიტომ, ლარის ბონდებში ინვესტირებით, 2 წლის განმავლობაში ფიქსირებული სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ასევე, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს და, საშუალოდ, მხოლოდ 0.31%-ით იცვლება დოლართან მიმართებით. თიბისი კაპიტალი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ“ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

 

დღევანდელი მდგომარეობით  „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 260 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინვესტორები არიან ადგილობრივი ბანკები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, კერძო კომპანიები და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც  „თეგეტა ჰოლდინგმა“  ქართული კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტრო ტრანსპორტის იმპორტი და ამასთანავე, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტიც თიბისი კაპიტალი იყო.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:  უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა:  MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები