0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ველოდებოდი მორგთან მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა 20 წუთში ისევ დამირეკეს, რომ დედაც გარდამეცვალა"

სულ ჩემთან იქნებით, სულ ჩემთან იქნებით... მაინც, არ ვიცი რატომ დავობლდი.. საოცარი დედა აღარ მყავს, ძვირფასი მამიკო აღარ მყავს...

ვერაფერი მე ვერ მანუგეშებს, ვერაფერი, მაგრამ ვწერ მაინც ვწერ, ვერ ვჩერდები რომ გაგიზიაროთ ის სიყვარული, რაც მე მქონდა ჩემი მშობლების მიმართ. საოცარი სიყვარული, გაუგონარი.. ვეღარ ვიტევ, ვეღარც სიყვარულს, ვეღარც დარდს. არასდროს მეგონა ამხელა განსცადელი თუ მელოდებოდა, ლაღი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დედა მაძლებინებდა, ვინც კარგად გვიცნობდით, იცით როგორ არ შემეძლო არცერთი წუთი თქვენ გარეშე დედა, მამა.

ორივეს გაცილებთ, ვერ ჩაგეხუტეთ, ვერ გადაგარჩინეთ, ვერ გიშველეთ... დამაგვიანდა... როგორ ვისწავლო უთქვენოდ ცხოვრება არ ვიცი... მზე და მთვარე ამომდიოდა, ყოველი დილა მიხაროდა, ყოველი საღამო კარს რომ თქვენ მიღებდით... უდიდესი სიყვარული დამიტოვეთ, უუზარმაზარი დარდი, რომელიც უნდა ვატარო, მაგრამ დე, მამა თქვენ რომ გაგიხარდებოდათ ისე ვიქნები, ალბათ... ვიქნები. დიდად არ მინდა ყოფნა, მაგრამ არასდროს მქონია არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს არჩევანი.

ასე როგორ მიმატოვეთ, ასე ობოლი...

 წერს Facebook-მომხმარებელი მარიამ მეტრეველი, რომელმაც კორონავირუსით მშობლები დაკარგა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები