1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „წერტი“ გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „წერტი“ გაფართოვდა. კომპანიამ თბილისის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დამატებით ორი ფილიალი გახსნა.

 

„წერტსა“ და საქართველოს ბანკს შორის პირველი თანამშრომლობა 2019 წელს შედგა. პარტნიორობის შედეგად  პირველი ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის ობიექტი გაიხსნა.  მას შემდეგ კი კომპანია „წერტი“ აქტიურად ფართოვდება და გაჩერებას არ აპირებს.

 

„წერტის“ რიგით მესამე ფილიალი, 160 კვ.მ ფართობზე ნაძალადევში გაიხსნა.  რიგით მეოთხე  მაღაზია  კი წყნეთში,  260 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ამ დროისთვის „წერტს“ ჯამში 4 ფილიალი აქვს: საბურთალოზე, დიდუბეში, ნაძალადევსა და წყნეთში. გარდა მაღაზიისა, საბურთალოს ფილიალი მომხმარებელს ადგილზევე  ლანჩის მენიუს  სთავაზობს, რაც კომპანიის საქმიანობის დივერსიფიცირებას უწყობს ხელს.

 

„ორი ახალი ფილიალის გახსნა - ეს არის ჩვენი 3 წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგი, რაშიც  წვლილი საქართველოს ბანკს მიუძღვის. ბანკი  ჩვენი პირველი ფილიალის გახსნიდან მუდმივად ცდილობს მხარი დაგვიჭიროს. რაც შეეხება ახალ მაღაზიებს, ნაძალადევის ფილიალში გაყიდვის წერტილთან ერთად გაიხსნა და გაფართოვდა ჩვენი არსებული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხოლო წყნეთის ფილიალში ძირითადი ფართი გასაყიდ შოურუმს დაეთმო. ახალ ფილიალებში დავამატეთ როგორც  ხორცის სტეიკის დასავარგებელი სპეციალური მაცივარი, ასევე,  ხილ-ბოსტნეულის სექცია. მომხმარებელს ასევე შეუძლია ესტუმროს გრილის აღჭურვილობისა და სპეციალური ტექნიკის განყოფილებებს. ჩვენთან თვეში საშუალოდ 12-15 ტონა ხორცპროდუქტი იწარმოება, ხოლო დღიურად საწარმო საშუალოდ 1200 ლიტრი რძის გადამუშავებას ახდენს. წარმოებული პროდუქციაა: იმერული ყველი, სულგუნი, მოცარელა, ბურატა, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები, რძე, კარაქი და სხვა“, - განაცხადა კომპანია „წერტის“ დამფუძნებელმა, ბიძინა გონაშვილმა.

 

„საქართველოს ბანკის პარტნიორობა კომპანია „წერტთან“ უკვე 3 წელია გრძელდება და კომპანია ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. „წერტი“ მომხმარებელებს მაღაზიებთან და კაფესთან ერთად ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას გამჭვირვალე პრინციპით სთავაზობს, ეს ნიშნავს, იმას, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია ნახოს როგორ იწარმოება რძისა და ხორცის პროდუქტები.  ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანია „წერტის“ წარმატებაზე თამამად ვილაპარაკოთ, რადგან მათი პირველი ნაბიჯები სწორედ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით იწყება. კომპანია საცალო ბაზარზე 2019 წლიდან შევიდა და მას შემდეგ საქმიანობას წარმატებით ართმევ თავს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

 

კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარ ფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს არის „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანია, რომელიც  ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. ის ადგილობრივ ფერმერებთან კოორდინაციით და ინტეგრაციით მუდმივად ჯანსაღ ნედლეულს აწვდის მომხმარებელს. კომპანია 2019 წლიდან აწარმოებს,  ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარ ფაბრიკატებს. 2020 წლიდან კი საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...