0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია - მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი. ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში. რაც შეეხება იმას, უნდა გაგვეყვანა თუ არა ტერორისტი ეთერში, არ არსებობს არც ერთი სატელევიზიო სტაბდარტი, რომელიც ამას კრძალავს. ამას გარდა და მთავარი, როცა მძევალი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ტერორისტის მოთხოვნით გამოდის კავშირზე, როგორ უნდა უთხრა უარი ეთერში გაყვანაზე, როცა თავზე ადგას ტერორისტი, მის მოთხოვნას ასრულებს და შეიძლება ტვინი გაასხმევინონ, თუ ვერ შეასრულა? ანუ უარი კავშირზე მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფაქტების შეფასებას, მარტივი ლოგიკით მაინც იმსჯელეთ, როცა სატელევიზიო სტანდარტებზე არავითარი წარმოდგენა არ გაქვთ (რაც გასაგებია, თუ ტელეინდუსტრიაში არ ხართ ჩართული). ps ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები