0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეონა ცხომელიძე - ყოფილმა პაციენტმა მომწერა, მაისში დავამარცხე კორონა და გემო და ყნოსვა ჯერ არ დამბრუნებიაო. მგონი ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელსაც "კოვიდ 19" რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

"კარგად ვარ. დღეს პირველი დღეა როცა ამის თქმა თამამად შემიძლია. არც სიცხე და აღარც განსაკუთრებული ტკივილები. მხოლოდ ხველა მახსემებს რომ კოვიდ-დადებითი ვარ. გემოს ისევ ვერ ვგრძნობ. ერთმა ყოფილმა პაციენტმა მომწერა, მაისში დავამარცხე კორონა და გემო და ყნოსვა ჯერ არ დამბრუნებიაო. მგონი ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა. ალბათ ამით უნდა ვისწავლო ცხოვრება. სახსრების ტკივილმაც გაიარა თითქმის, მოკლედ ცრუმორწმუნე არ ვარ, თორემ ის მომენტია ხეზე რომ უნდა დააკაკუნო. პლაქველინი აღარ მიმიღია, მხოლოდ სისხლის გამათხელებელი ნემსი და რაღაც აბები. ინჰალაცია სულ უფრო იშვიათან მჭირდება. დღეს ნინო წაბრძანდა კარანტინში. გული უფრიალებდა წასვლისას სიხარულისგან, ძლივს იდგა ფეხზე. შიშით ხმას ვერ იღებდა, იფიქრებენ ცუდად ვარ და დამტოვებენო - არ დატოვეს, დავრჩი მარტო. დღეს სულ კარგი ამბები უნდა მოვყვე: პატარაც წავიდა კარანტინში, აღარავინ აწვალებს ნემსის ჩხვლეტით. ერთი რომ გვყავდა მძიმე, ისიც კარგად არის უკვე, გამოძვრა. ახლა სხვა არის მძიმედ და ისიც გამოძვრება, სხვანაირად არ შეიძლება. მთელი ღამე დარბიან ექიმები და ექთნები, შეუძლებელია ეს ძალისხმევა ჰაერში წავიდეს. ჩემს საწოლთან ორი ბუშტი კონწიალობს, ჩავიფიქრე, რომ აქედან მათ ჩამოვარდნამდე უნდა წავიდე, ვნახოთ..."-წერს წამყვანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები