0 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს

პოლიციამ ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 54 წლის კახაბერ კალანდია დააკავა.

მომხდარის შემდეგ, კალანდია რამდენიმე საათის წინ მიმალვაში იყო. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში დააკავა ის პოლიციამ. 

ცნობილია ისიც, რომ ვლადიმერ ვახანია და კახაბერ ადამია მეგობრები იყვნენ. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოსკოვში დაწყებული კონფლიქტი კი მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ვახანია საქართველოში ჩამოვიდა. სავარაუდოდ, კალანდია ვახანიას თანხას სთხოვდა, თუმცა, რა მოტივით, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები