0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან შეერთებით იმუქრება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი გააგრძელებს სიტუაციის გამწვავებას საქართველოში. ამის შესახებ  მან საკუთარ სტატიაში დაწერა, რომელიც ვებგვერდზე aif.ru გამოქვეყნდა .

„ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება . ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან პრობლემები გადავჭრათ გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფუძველი ექნება, დაყოვნებას არ ვაპირებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის კარგი მიზეზები იქნება“, – წერს მედვედევი.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო“. მან დასძინა, რომ ისტორია სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს.

მედვედევის თქმით, დასავლეთმა უნდა ისწავლოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრას და უსაფრთხოების გარანტიებს. „მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება – როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნა უნდათ. ისევ საუბრობენ საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. თითქოს შეკვეთით, დაიწყო რუსოფობიის აფეთქებები ამ ქვეყანაში“, -წერს მედვედევი.

წყარო: https://newsreport.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები