„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
„ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
ლომინაძის განმარტებით, „ნამახვანი ჰესის" პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა.
ამასთან, ლომინაძე აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ, საზოგადოებაში მიზანმიმართულად დეზინფორმაციები ვრცელდება.
„ხშირ შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან კარგად მესმის საზოგადოების დიდი ნაწილის და ადამიანების აღშფოთება, როდესაც ვხედავ რამდენად მძიმეა ბრალდებები, რომელიც ისმის „ნამახვანი ჰესის" პროექტის შესახებ. თითოეული მითი, რაც ვრცელდება ამ პროექტთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში ეხება ძალიან მგრძნობიარე თემებს. ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, რაც უკავშირდებოდა კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემდეგ, გაფორმებულ ხელშეკრულებას, ჩატარებულ კვლევებს, აღებულ ნებართვებს და პასუხისმგებლობას. გავეცანით ყველა მითსა და ბრალდებას, რაც სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ხშირად და დიდი რაოდენობით ვრცელდებოდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ.
ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და მეტიც ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით.
სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა.
თუმცა, კომპანია აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომ თუნდაც დღეიდან, თუნდაც დაგვიანებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე.
„ნამახვანი ჰესი" არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი.
ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს და სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი, რაც ზამთრის პერიოდში ღებულობს განსაკუთრებულ მნიშვნელობას",- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები