0 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სანამ სპორტი გაჩერებული იყო აჭარაბეთმა კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად თუ “რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება კარანტინში’’?

გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, ხოლო 66% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულია, 10% უმუშევარი, 8% კი უნივერსიტეტში სწავლობს.

კარანტინის დროს შეიჭერი შენით თმა?

კარანტინის დროს სილამაზის სალონების დახურვა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. ახალი "საშინაო" ვარცხნილობები კი უამრავმა სპორტსმენმა და სხვა პოპულარულმა ადამიანმა შემოგვთავაზა.

გამოკითხული კაცების 49%-მა კარანტინის დროს თმები თავად შეიჭრა, ქალბატონებში კი ეს რიცხვი მხოლოდ 20%ია. 

დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

ჯანსაღი ძილი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სამეცნიერო კვლევების მიხედვით კი ოპტიმალური ძილის რეჟიმის დროს ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს.

გამოკითხულთა უმრავლესობას კარანტინამდე (52%) სწორედ 7-8 საათი ეძინა, კარანტინის დროს კი ძილის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა.

10 საათზე მეტი კარანტინამდე მხოლოდ 1%-ს ეძინა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა. 

იმზადებ თუ არა საჭმელს შენით?

კარანტინამდე გამოკითხულთა 66% საჭმელს კვირაში 2-ჯერ ან ნაკლებჯერ იმზადებდა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 44%-მდე დაეცა.

ხოლო პირიქით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საჭმელს კვირაში 5-ზე მეტჯერ იმზადებს, 18%-დან 28%-მდე გაიზარდა. 

კარანტინის პერიოდში როგორ შეიცვალა შენი წონა?

ალბათ, როცა კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყველანი მივხვდით, რომ კორონას გამო მომდევნო თვეებში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვექნებოდა, უმრავლესობამ დავისახეთ გეგმები თუ როგორ დავიწყებდით ვარჯიშს და როგორ ჩავდგებოდით ზაფხულისთვის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში .

თუმცა, როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. გამოკითხულთა 47%-მა წონაში მოიმატა, 38%-ს წონა არ შეცვლილა, დაკლებით კი მხოლოდ 15%-მა დაიკლო. 

კარანტინის დროს გადმოწერე ტიკტოკი?

ტიკტოკი 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე ტრენდული აპლიკაცია გახდა, მაგრამ 10 წამიანი ვიდეოების ყურებაში საათების გაყვანის ცდუნებისდა მიუხედავად, აპლიკაცია მხოლოდ 30%-მა გადმოწერა. 

როგორ შეიცვალა თამბაქოს მოხმარება?

თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები კარანტინის დროს საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. კარანტინამდე სიგარეტს გამოკითხულთა 51% არ ეწეოდა, კარანტინის დროს კი ეს მაჩვენებელი 55%მდე გაიზარდა.

თუმცა, საპირისპიროდ მსუბუქი მწეველების რაოდენობაც გაიზარდა და თუ აქამდე დღეში 20+ ღერს მხოლოდ 10% ეწეოდა, კარანტინმა ეს რიცხვი 15%-მდე გაზარდა. 

რამდენად ხშირად უყურებდი ფილმებს/სერიალებს?

რა თქმა უნდა, თავისუფალი დროის გაჩენამ ადამიანებს ფილმებისა და სერიალების ყურების მეტი შესაძლებლობა დაუტოვა და იმ ხალხის 75%, ვინც აქამდე მედიას იშვიათად ან საერთოდ არ უყურებდა, ახლა ფილმებს და სერიალებს ხშირად უყურებს. 

დღეში რამდენ ფინჯან ყავას სვამ?

საინტერესოა, რომ ყავის დალევის სიხშირეზე კარანტინს პრაქტიკულად არ უმოქმედია და 2-3%-ზე დიდი ცვლილება არც ერთ კატეგორიაში არ გვაქვს. 

დღეში რამდენ ადამიანთან გაქვს პირადი კონტაქტი?

კარანტინის ყველაზე ნეგატიური მხარე ადამიანებთან კონტაქტის გაიშვიათებაა, რაც ჩვენმა კვლევამაც ძალიან მკაფიოდ ასახა.

დღეში 20-ზე მეტ ადამიანთან კარანტინამდე კონტაქტი გამოკითხულთა 48%-ს ჰქონდა, მაგრამ კარანტინის შემდეგ ეს რიცხვი 7%-მდე დაეცა.

საპირისპიროდ, ადამიანების მხოლოდ 15%-ს ჰქონდა დღეში 5-ზე ნაკლებ ადამიანთან კონტაქტი, კარანტინმა კი ეს მაჩვენებელი 69%-მდე გაზარდა. 

დღეში რამდენ მეტრს დადიხარ ფეხით?

ქალაქში გამონაბოლქვის შეჩერებისგან გამოწვეულმა ჰაერის დასუფთავებამ, როგორც ჩანს, მოსახლეობაში სეირნობა ვერ წაახალისა, რადგან გამოკითხულთა აბსოლუტური უმეტესობა კარანტინის დროს დღეში ბევრად ნაკლებ მანძილს გადის ფეხით, ვიდრე კარანტინამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...