0 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმშია

 ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო 108 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა. 

 გამოცემის ცნობით, რეგიონში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროვინციაში  ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. დაიხურა სკოლები და მოხდა მოქალაქეების იზოლირება. ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულდა.

 შექმნილ სიტუაციას გამოცემა არასაიმედოდ აფასებს. Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი იქნება მყიფე როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში. რადგან ინფექციის მცირე გამოვლინებაც კი მკაცრი იზოლირების წესების აღდგენას გამოიწვევს.

 ქალაქ შულანის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მკაცრი ზომები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღეს. ხელისუფლებამ საცხოვრებელი კომპლექსების დახურვის შესახებ განაცხადა. კერძოდ სახლიდან გასვლას დღეში ორი საათი, ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი შეძლებს. ქალაქში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები