0 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა.

გამოცემამ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ. ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

"სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. „Global Finance"-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ბანკის დისტანციური პროდუქტების შექმნაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნეს მომხმარებელს", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად,
გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Sberbank, Alfa-Bank, Tinkoff Bank, Evoca Bank, UniCredit Bulbank, OTP Bank და სხვ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...