0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

2021 წელს ფესტივალი Art-გენი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებითა და მცირედით განსხვავებული ფორმით გაიმართება. მუსიკალური საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას შედგება. ღონისძიება 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება. შემდეგი დღეების მუსიკალური პროგრამა კი ასეთია: 17 ივლისი - „გაგაფრანი", 18 ივლისიჯგუფი Reggaeon, 23 ივლისი - ბენდი „ჩვენებურები" და ლელა ნაყეური, 24 ივლისი - ნინოქათამაძე. ფესტივალის თბილისის ტურს 25 ივლისს 33ა და ნიაზ დიასამიძე დახურავენ.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „ნიკორა" მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს შესთავაზებს. გარდა ამისა, მოეწყობა სარეალიზაციო კუთხე, სადაც ნიკორას უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. "ნიკორაში" განმარტავენ, რომ მათთვის ასეთი ეროვნული პროექტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანია. რადგან ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. მეორე მხრივ, ფესტივალი არა მხოლოდ ქართული ფოლკლორისა და რეწვის,თანამედროვე საავტორო მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქვეყნის რეგიონული განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებს. ამიტომ სადაც ქართული, ეროვნული საქმეა ნიკორა მისი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, ქალაქში ყველაზეგემრიელი ჰოთ დოგ „რუმი", რომელსაც აქამდე „ბრავოს" სახელწოდებით იცნობდნენ ჰოთ დოგების მოყვარულები.

რაც შეეხება მიმდინარე წლის რეგიონულ ტურნეს, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, ის 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

წელს ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა. წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...