0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანა კოსტავა თანამდებობიდან მოხსნეს თუმცა დეპუტატად რჩება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

კოსტავას გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. თუმცა, კოსტავა  "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრად და საკრებულოს დეპუტატად რჩება. 

გუშინ საკრებულოსთან მოქალაქეებმა და მესამე სექტორის წარმმადგენლება საპროტესტო აქცია გამართეს და ნანა კოსტავას თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ბლოგერის, სალომე ბარკერის ფოტო გააზიარა და სიძულვილის ენის შემცველი პოსტი დაწერდა: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე“. პოსტი დროში დაემთხვა სალომეს 16 წლის დის გარდაცვალებას, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.

მოგვიანებით კოსტავამ განმარტა, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები