0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ცნობილია, ვინ არის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კაცი

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. ის თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა.

მურსაკულოვს Facebook-ის პირად გვერდზე უწერია, რომ “ქართულ ოცნებაში” მუშაობს. TV პირველმა გაასაჯაროვა დოკუმენტიც, რომლითაც ირკვევა, რომ 33 წლის მამაკაცი მთაწმინდაზე, პირველ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის საარჩევნო კომისიის წევრი იყო 2020 წლის არჩევნებზე. აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მურსაკულოვი ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შანაე ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები