0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უპრეცენდენტო პროცედურა პარლამენტში - დეპუტატები მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

უპრეცენდენტო პროცედურა საქართველოს პარლამენტში! მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს - ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა იწყება. სხდომის ჩატარება საგანგებო რეჟიმში მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყება პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ პატიმრობისთვის თანხმობას ითხოვს. ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სხდომას ესწრებიან პროკურატურის წარმომადგენლები, თუმცა ისინი "კურიერის" შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ხდება მათი მხრიდან მელიას დაპატიმრების მოთხოვნა, არ პასუხობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები