0 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,როგორ წარმოგიდგენიათ კურტანიძის გაგდება.. რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? სცემეს კურტანიძეს, აგინეს?" - გეგა გეგეშიძე

„როგორ წარმოგიდგენიათ ლუკა კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ მითხარით? შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ იქ. ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს მე გამარჯობის გარდა, მაგისთვის რომ რამე მეთქვას, რა ვიცი, რა გითხრათ. სპორტის კომიტეტს აინტერესებდა თუ რა მოხდა. შეეძლო უბრალოდ კითხვა დაესვა, ჩვენთან, ფედერაციასთან გაერკვია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებიც იყვნენ. თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აჰყვნენ. ვის რა ინტერესი აქვს, მე რა ვიცი.

რამდენი ვინმე იჭორავებს, ყველა პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა? დანაშაული რა არის? სცემეს კურტანიძეს? აგინეს? შეურაცხყოფა მიაყენეს? ორჯერ დავუძახეთ მის მერე, არ მობრძანდა. ზუსტად იმ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო ყრილობაზე რა საკითხები გავიდოდა. ჰოდა, მობრძანებულიყო სხდომაზე, იქ გაიგებდა ყრილობაზე თუ რა ხდებოდა და მასაც დაესწრებოდა. მაგრამ მას სურვილი არ ჰქონია. როცა მოვიდა, რისთვისაც მოვიდა?!“- განაცხადა გეგა გეგეშიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები