0 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში" - გურამ მაჭარაშვილი

არაერთხელ გირჩიეთ, შეიძლება პირადად თქვენ არა, მაგრამ ოპოზიციას, დალიონ ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოთ. შავ სიზმრებს ნახულობთ, რომ ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს და ევროკავშირი მოუგებს ორბანს, მერე თან საქართველოს ჩააყოლებთ ხოლმე - „ორბანის მხარეს რომ იყავი, ახლა ევროკავშირი შენ დაგჩაგრავსო“. ამ სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ, ორბანი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“ - ოპოზიციამ ვერ მოუგო ქართველ ხალხის და ქართულ სახელმწიფოს და ახლა ორბანს დაეჯახა, ორბანის ოპოზიციაში გადავიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც ვისი ოპოზიციაა კაცმა არ იცის. ასეთივე წარმატებით სვამდით კითხვებს, სანამ ევროკომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგი ხომ ნახეთ, რაც იყო?! ევროპაშიც არიან ადამიანები, ვინც არასწორად აზროვნებს, სალომე სამადაშვილები, სამწუხაროდ, ევროპაშიც არიან, კუბილიუსი ვინ არის აბა, ფოტიგა?.. მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ორბანის შესახებ საუბრისას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები