0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ლალი მოროშკინა: “გეტყვით, რა ელის საქართველოს 4 ნოემბრის მერე”

ჟურნალისტი, ლალი მოროშნიკა, სოციალურ ქსელში, წერს:

“რატომ იბლოკება ტრამპი საქართველოში? ახლა შევაჯამოთ რა ელის საქართველოს 4 ნოემბრის მერე, თუ გაიმარჯვა ტრამპმა?
1.საქართველო უარს ამბობს ნატოზე?
2.საქართველო უარს ამბობს დახმარებაზე?
3.საქართველო უარს ამბობს სტრატეგიულ პარტნიორობაზე?
4.იხურება აშშ-დან დაფინანსებული ენჯეოები?
5. ვწყვეტთ კავშირს მოკავშირესთან და ვბარდებით ვის?
ეს კითხვები ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც შეკითხვა, თუ რატომ არ შუქდება სრულად ტრამპის საარჩევნო კამპანია.
რატომ არ ირჩევა ანალიტიკურ თოქ-შოუებში? მემგონი საკმარისად გვყავს კომპეტენტური ამერიკანისტები.
ასევე მაქვს შეკითხვა:
თუ გაიმარჯვა ბაიდენმა, ყველაფერი გრძელდება? ბაიდენის პირდაპირი პროტეჟე მიშა “ჩერეზ” უკრაინა ბრუნდება და მერე რა ხდება?
ნავიდან-ნავში მოხტუნავეების გასაგონად ისმის ეს შეკითხვები, თორემ მე და ჩემნაირებს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესი უფრო გვადარდებს…
P.S. და კიდევ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
#არაპირბადეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები