0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არეულობა ამერიკაში - ტრამპის გადაწყვეტილებით მთელ ქვეყანაში ჯარი ჩადგა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არეულობის აღსაკვეთად დამატებით ფედერალური ძალებს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის პრესმდივანმა, კეილი მაკინენიმ გაავრცელა.

„მთელ ქვეყანაში განლაგდებიან დამატებითი ფედერალური ძალები და შეიქმნება ერთიანი სამეთაურო შტაბი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი და აშშ-ის გენერალური პროკურორი ულიამ ბარი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა მოუწოდებს გუბერნატორებს, აქტიურად ისარგებლონ ეროვნული გვარდიის დახმარებით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა, ძალადობით სრულდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები