0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა

უკრაინაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა. ცერცვაძის გარდაცვალების მიზეზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ცერცვაძე მონაწილეობას ღებულობდა როგორც რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე იყო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.

შეგახსენებთ, რომ ის 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, უკრაინაში დააკავეს. რუსეთი მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.

ცერცვაძის დაკავებას პროტესტი მოჰყვა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ არ მომხდარიყო ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში და გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან. 

მოგვიანებით, აქციების ფონზე, ცერცვაძე უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, საქმეზე კი ძიება შეწყდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები