0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წლის მარტში

თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წლის მარტში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი შვიდი წლის მანძილზე მუშაობს ქ. თბილისის სხვადასხვა რეაბილიტაციისა და დღის ცენტრებში შშმ პირებთან რეჟისორად და შესაბამისად დგავს სპექტაკლებს მათი მონაწილეობით.

თეატრი ამ ეტაპზე მოიცავს 18 შშმ და 7 ტიპიური განვითარების მქონე მსახიობს, მათი მონაწილეობით პირველი სპექტაკლის პრემიერა შედგა 11 ივნისს, ქ. „მზიურის“ ამფითეატრის სცენაზე სპექტაკლით „ბოშები“ - ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით (სპექტაკლი დააფინანსა ქ. თბილისის მერიამ). 22 ივნისს პირველი ლედის თხოვნითა და საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურების შედეგად სპექტაკლი, ზემოთ მითითებულ სცენაზე, ხელახლა იქნა ნაჩვენები.

28 ივნისს ქ. თელავის მერიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერით დასი იმყოფებოდა პირველ გასტროლზე ქ. თელავში და სპექტაკლი ერთჯერადად იქნა ნაჩვენები, სადაც პირველად დაგვიკაშირდნენ და ნახეს სპექტაკლი სხადასხვა რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებმა.

15 ივლისს ქ. ქუთაისის მერიისა და ლადო მესხიშვილის სახელობის სახლემწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით თეტრმა „აზდაკის ბაღი“ ერთჯერადად ითამაშა სპექტაკლი „ბოშები“ მცირე სცენაზე. აღსანიშნავია, რომ მაყურებლის უმეტეს ნაწილს  აქაც შშმ პირები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები წარმოადგენდნენ.

22 ივლისს ქ. გურჯაანის კულტურის სახლმა უმასპინძლა „აზდაკის ბაღს“, მხარდაჭერა ასევე გამოგვიცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ (მოგემსახურა უფასო ტრანსპორტით) და ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმმა (უფასოდ დაგვათვალიერებინეს სახლ-მუზეუმი).

15-19 სექტემბერს დაგეგმილია 5 დღიანი გასტროლი ქ. ბათუმში, სადაც სპექტაკლი „ბოშები“ ნაჩვენები იქნება საზაფხულო თეატრის სცენაზე,  ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე, ასევე ბულვარში ღია ცის ქვეშ. გარდა სპექტაკლის ჩვენებისა, დაგეგმილია საზოგადოებრივი აქტიობაც, რომელიც მოიცავს ქუჩების დასუფთავებას და მოხალისე საზოგადოების ჩართვას.

ა.წ. სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილია თეატრისა და შემდგომი პროექტების პრეზენტაცია, საზოგადოებისთვის ჩვენი საქმიანობის უკეთ გასაცნობად და ამ საქმეებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოსაძიებლად.

სექტემბრის ბოლოდან კი იგეგმება ტრენინგები და მასტრეკლასები მსახიობის ოსტატობაში, მეტყველების კულტურასა და სასცენო მოძრაობაში, რაც დაეხმარებათ მსახიობებს ახალ სპექტაკლზე მუშაობისას (რომლის პიესის ადაპტაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე).

ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით იგეგმება პროფესიული თეატრალური სასწავლებლის დაარსება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს:

https://www.facebook.com/azdakisbaghi/?pnref=story

კომენტარები

მსგავსი სიახლეები