0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 ისტორია, რომელმაც მსოფლიო “შეძრა”...

ჩამოტვირთვა

რომანტიკული ისტორია ჩვეულებრივი არასდროს არ არის, ამიტომაცაა რომანტიკული და არა სხვაგვარი. ზოგი ამბავი თაობების გონებასა და წარმოსახვაში სამუდამოდ იბეჭდება. წარმოგიდგენთ გასული საუკუნის რამდენიმე შთამბეჭდავ სასიყვარულო ისტორიას. არისტოტელე ონასისი და ჟაკლინ კენედი - შეუდარებელი ჟაკლინ კენედი და ოდიოზური მაჩო, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. რომანს, რომელიც მართლმადიდებლური წესით შესრულებული ჯვრისწერით დასრულდა, ძნელად უწოდებდით დიდ სიყვარულს – ორივეს თავისებური ანგარება ამოძრავებდა. ჟაკლინმა ქორწილის დასრულებისთანავე, 3 მილიონი დოლარი, ბერძენმა მაგნატმა კი - საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი და ამაღლებული რეიტინგი მიიღო. ისეთი ყურადღების ღირსი, როგორიც ამ ორმა ადამიანმა მსოფლიოსგან მიიქცია, გასული საუკუნის წყვილებს შორის იშვიათად გამხდარა ვინმე. ბონი და კლაიდი - დაუნდობელმა მკვლელებმა, ბანკის მძარცველებმა და მანქანის გამტაცებლებმა, ამერიკა მხოლოდ თავიანთი სისასტიკით კი არა, იმითაც გააოცეს, რომ ჰოპ-სტოპებს შორის სიყვარულით ტკბებოდნენ. მათი ისტორია იმდენად დაუჯერებელი და ამასთანავე რომანტიკულია, რომ მასობრივი კულტურის სფეროში ბონისა და კლაიდის სახელების ექსპლუატაციას საზღვარი არ აქვს. ხანდახან ეჭვიც გაგიჩნდება, მართლა არსებობდნენ თუ არა ეს წყვილი. ლედი დიანა და დოდი ალ-ფაედი - პრინცესა დიანა ბრიტანელებს იმდენად უყვარდათ, რომ მის რეიტინგზე არაბ მილიონერთან კავშირსაც არ უმოქმედია. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ უფლისწულ ჩარლზთან განქორწინების შემდეგ, ეს მისთვის პირველი ნამდვილი სიყვარული იყო. პარიზული გვირაბის ფატალური კატასტროფის შემდეგ, ათასნაირი ჭორი და ვარაუდი გაჩნდა. გავრცელებული ვერსიებით, მკვლელობა იმ ტერორისტებმა შეუკვეთეს, რომელთაც არ სურდათ, რომ პრინცესას შვილი არაბისგან გაეჩინა. ამბობდნენ, დოდი იმ საღამოს ცოლობის თხოვნას აპირებდა, დიანა ფეხმძიმედ იყო და სწორედ ამ მიზეზების გამო დასაჯესო. მაგრამ იმ სამგლოვიარო დღეებში, ყველა ჭორი ყვავილებისა და სანთლების ზღვაში ჩაიკარგა. ჟისკარ ესტენი და სილვია კრისტელი - არანაკლები ყურადღება მიიპყრო ფრანგი პრეზიდენტის, ჟისკარ დ’ესტენისა და მსახიობ სილვია კრისტელის სასიყვარულო ინტრიგამ. ეს ქალი უფრო მეტად ეროტიკულ სურათ "ემანუელში” მთავარი გმირის როლით იყო ცნობილი. რომანი დიდხანს გაგრძელდე და იქამდე დაიწყო, ვიდრე დ’ესტენი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ამ კავშირის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცოდა. წყვილი არაფერს მალავდა - სილვია ხშირად იყო ოფიციალურ მიღებათა დიასახლისი და თავის მფარველს საზღვარგარეთულ ტურნეებშიც ახლდა. ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი - მათი სკანდალური ინტრიგა ორ დღეს გაგრძელდა, თუმცა ერაყის ომზე ნაკლები ხმაური არ გამოუწვევია. კლინტონს იმპიჩმენტიც ემუქრებოდა, თუმცა ყველაფერი ორივესთვის პოზიტიურად დასრულდა. კლინტონი არამხოლოდ ხელისუფლებაში დარჩა, არამედ ქორწინებაც შეინარჩუნა და სექს-სიმბოლოს რეპუტაციაც შეიძინა. მონიკა ლევინსკის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. ჯეონ მეიჯორი და ედვინა კარი - ბრიტანელ პრემიერ-მინისტრ ჯონ მეიჯორს, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ჯანდაცვის მინისტრ ედვინა კარისთან ჰქონდა რომანი. ამ ქალის მიმართ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მეიჯორი ყოველთვის საჯაროდ უსვამდა ხაზს. შურის ძიება საშინელი იყო. 2002 წელს გაზეთმა Times-მა კარის გულწრფელი საუბარი გამოაქვეყნა, ქალბატონმა ინტიმური წვრილმანებიც გაამხილა და ყოფილი საყვარელი საზოგადოებას იმ კუთხით აჩვენა, რომელმაც მეიჯორის რეპუტაცია დაასამარა. მერილინ მონრო და ჯონ კენედი - ეს სასიყვარულო ამბავი დადასტურებული არ არის და საზოგადოების ერთი ნაწილი გამოგონილს უწოდებს. ამერიკის მთავარი სექს-სიმბოლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი, და ახალგაზრდა, მოხდენილი და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატური პოლიტიკოსი. თუკი ჯონი ყველაფერს აკეთებდა, რათა მონროსთან მისი კავშირი არ დაედასტურებინა, მერლინი - პირიქით იქცეოდა, ყველანაირად ცდილობდა, კენედისთან სასიყვარულო ურთიერთობაზე მიენიშნებინა. მან ამერიკის პრეზიდენტს საათი აჩუქა, წარწერით – "ჯონს, როგორც ყოველთვის, სიყვარულით”. ხშირად ამბობდა, რომ თავს კენედების ოჯახის წევრად მიიჩნევდა. ბოლოს და ბოლოს, კენედი ჟაკლინთან დარჩა, მერილინის ყურადღება კი უკვე მისმა ძმამ, რობერტმა, მიიქცია. გრეისი და რენიე III - გრეის კელი, ბევრი ადამიანის აზრით, კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზი მსახიობია. 1955 წელს, საფრანგეთში გადაღებებზე მან მონაკოს თავადი რენიე III გაიცნო. გრძნობა, რომელიც მათ შორის გაჩნდა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კელიმ კარიერას ზურგი აქცია და თავადს გაჰყვა ცოლად. მათ საქორწინო ცერემონიალს ტელეეკრანიდან მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ეს ლამაზი კავშირი საშინელმა ავტოკატასტროფამ შეწყვიტა, გრეის კელი დაიღუპა. გოლდა მაიერი და ალბერტ ფარაონი რამდენიმე წლის წინ წიგნი გამოიცა, რომელშიც საკმაოდ დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ ისრაელის სახელგანთქმულ პრემიერ-მინისტრ გოლდა მეიერს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა პალესტინელთან. ებრაული საზოგადოება შეძრული იყო. თუ რომანში სიმართლე დაიწერა, ისრაელში ეს ღალატს უტოლდებოდა. სინამდვილე იყო ეს ამბავი, თუ გამონაგონი, ახლაც არავინ იცის, მაგრამ, ფაქტია, რომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სიდი და ნენსი - ჯგუფ Sex Pistols-ის წევრებმა სიდ ვიშეზმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ნენსი სპაჯენმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რა არის სიყვარული პანკ-როკის სტილში. ისინი ნარკოტიკული სიზმრიდან არ გამოდიოდნენ, სულ ჩხუბობდნენ და ილანძღებოდნენ. 1978 წელს ამერიკულ სასტუმროში ნენსი მკვდარი იპოვეს. მუცელში ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მთავარი ეჭვმიტანილი სიდი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, ის ნარკოტიკების ჭარბმა ულუფამ იმსხვერპლა. ნამდვილად სიდმა მოკლა თუ არა ნენსი, მის გამო მოიკლა თუ არა თავი, გამოცანად დარჩა, მაგრამ სიდისა და ნენსის სახელი ტრაგიკული მარგინალური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები