0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ”...

ჩამოტვირთვა

“ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად _ უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ “კიდობანში” სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ”. ამ სიტყვების ავტორი, ცნობილი სცენარისტი და მწერალი, ერლომ ახვლედიანი, დღეს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას არამარტო იშვიათი სახელი ჰქონდა, არამედ თავადაც იშვიათი ტიპის ადამიანი იყო. მოკრძალებული, თავაზიანი, თავმდაბალი, ნიჭიერი და ძალიან სევდიანი. ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი 1933 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში, იყო საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე. არის ცნობილი ქართული ფილმების სცენარების ავტორი – "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "არასერიოზული კაცი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "ამაღლება", "ფიროსმანი". ”ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რა იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება”. ამ შესანიშნავ ფრაზას კომენტარი არ სჭირდება და არც ერლომის სახეს სჭირდება ზედმეტი საღებავი და პოპ-არტული დეკორი. იგი, თითქოს, რემბრანდტის ფერწერას ჰგავდა. დიდ ჰოლანდიელს რომ ენახა, ალბათ, აუცილებლად დახატავდა უკვდავ პორტრეტს “ერლომი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები