0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,იყო ემოციურად გადაჭარბებული" - ირაკლი ბერაია აქუბარდიას ბოდიშს უხდის

შეურაცხმყოფელი განცხადების გამო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ბოდიშს იხდის.

"ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული და მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც მმართველ გუნდს, მე პირადად გვდებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში და მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატური ხასიათი. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც ბუნებრივია, არასდროს შევეგუებით, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის... როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში და კრემლთან კავშირში, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. 


მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად და რა თქმა უნდა, გულწრფელად ამის გამო მინდა ბოდიში მოვიხადო.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის გასაგები",- განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები