0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე.. წარმოუდგენელი ისტორიაა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე" - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობაახიძემ გადარჩენილებთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა და დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავით ჯელაძეს გული ატკინა.

„ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ მას შევხვდი. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ: დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. საკუთარ თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი, რაღაც აქვს გაკეთებული.

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით. მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია ის, რომ დათო ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა. გადარჩა მისი დისშვილი და ოჯახი. ამაში არის დათოს დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა, თავის დისშვილთან ერთად“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განმარტა ბრიფინგზე გაკეთებული თავისი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ „საუბარი, რომ ვიღაც სტიქიას სამი საათი ებრძოდა, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“.

კობახიძის განმარტებით, ბრიფინგის დროს მან არ იცოდა ვის მიერ იყო ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე.

„მინდა განვმარტო, თუ რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. იცით, რომ სოციალურ მედიაში ძალიან ხშირად ვრცელდება ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე არ ვიცოდი ვის მიერ იყო ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ფოტოზე ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დასვა თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერში გავერკვიე, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ დადებული ფოტო იყო“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები