0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. 

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა  საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები