0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთი აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ EU-მ თქვას: კმარა! – ზურაბიშვილი

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ძალიან კარგი ამბავია ისეთ მომენტში, როდესაც მსოფლიოში და ჩვენთანაც ახალი კარგი ამბები იშვიათობაა. ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია, რომელმაც დიდი იმედი მისცა საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც ეს გამოხატა. რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: – კმარა!

[მშვიდობას] ამ სიტყვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ რეგიონშია და ქართველებმა ყველანაირი რეალობის მიუხედავად, შეძლეს საკუთარი ენისა და სამი ანბანის გადარჩენა და რეგიონში იდენტობის შენარჩუნება; რეგიონში, სადაც წარსულის ყველა იმპერიამ ჩაიარა. ისინი მოვიდნენ და წავიდნენ, ზოგმა უფრო გრძელვადიანი ოკუპაცია მოახდინა, ვიდრე სხვებმა… დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან ცხადია, რომ ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ არის ეს 80% შენარჩუნებული ომის, ოკუპაციის, რუსეთის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების და ზეწოლის მიუხედავად. ეს ევროპისთვის მუდმივი 80%-ია, რადგან ეს ჩვენთვის ერთადერთი შესაძლო მომავალია. უნდა ვიყოთ ამ წითელი ხაზის მეორე მხარეს.

ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს, ის დიდი ხანია, რაც გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ის განმტკიცდა. რეფორმები ზოგჯერ რთულია, ის გრძელდება. სამწუხაროდ, ქართველები ცოტა მოუთმენელნი არიან, ისინი თავს აფარებენ ევროპას, არსებობს მნიშვნელოვანი მიგრაციული მოძრაობა, სწორედ ევროპული გადაწყვეტილება, კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში (წინასწარ ვერ განვჭვრეტთ მთავრობების გადაწყვეტილებას), იმედის მომცემი იქნება ქართული ახალგაზრდობისთვის, მოსახლეობის ნაწილს კი გააგებინებს, რომ ევროპული მომავალი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიცაა შესაძლებელი და ამისათვის მობილიზაციის გაკეთებაა საჭირო“,

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ფრანს ინფოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები