0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბეისჯამპერების ექსპედიცია სვანეთში

ჩამოტვირთვა

რუსმა ბეისჯამპერმა ვალერი როზონოვმა უშბის მწვერვალი დალაშქრა და 4300მ სიმაღლიდან გადმოხტა. ეს იყო ბეისჯამპინგის ისტორიაში პირველი ნახტომი „ფრთები“ კოსტიუმის გამოყენებით. როზოვმა 3 კილომეტრი გაიფრინა დაახლოებით 200კმ/ს სიჩქარით, თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობამ კი 65 წამი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ნახტომის დროს 47წლის სპორტსმენს დაზღვევა არ ჰქონდა. ვალერი მოსკოვიდან საქართველოში ორ სხვა ცნობილ მთასვლელთან - ალექსანდრ რუჩკინთან და ოლეგ ხვოსტენკოსთან ერთად ჩამოვიდა. უამინდობის მიუხედავად უშბის ექსპედიცია 28 ივნისს დაიწყო. სპორტსმენებმა უშბის მწვერვალამდე მისაღწევად ჯაფარიძის მარშუტი აირჩიეს, რომელიც მთლიანად ფეხით გაიარეს. ექსპედიცია ფირზე 4მა უცხოელმა ფოტოგრაფმა და ერთმა ქართველმა ვიდეოოპერატორმა აღბეჭდეს. საქართველოში ბეისჯამპერების ვიზიტი და ექსპედიცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა, inbox-ისა და ბანკი კონსტანტას მხარდაჭერით განხორციელდა ბეისჯამპინგი როგორც სპორტის სახეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ის ერთ ერთ ყველაზე საშიშ და ექსტრემალურ სპორტად ითვლება. პარაშუტისტებისგან განსხვავებით ბეისჯამპერებს ნახტომის შესრულებისას ფრთიანი კოსტუმები აცვიათ რაც მათ დიაგონალზე ფრენისა და მეტი ადრენალინის გამოყოფის სასუალებას აძლევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები