„ჩიტი თავისუფალია“ - ილონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილი...
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
|
9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა არის ღია პლატფორმა ნებისმიერი მოწყობილობისათვის და შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ყველა შესაძლო სიტუაციაში.
კონფერენციაზე ახალი ოპერაციული სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ განაცხადა: „ჩვენ შევდივართ იმ ეპოქაში, რომელშიც მომხმარებლები ისწრაფვიან ყოვლისმომცველი ინტელექტისკენ და მისი გამოყენების შესაძლებლობისკენ. აქედან გამომდიანრე, დავინახეთ ისეთი ოპერაციული სისტემის საჭიროება, როგორიც არის OS - პლატფორმათშორისი კავშირის გაძლიერებული შესაძლებლობებით. ჩვენი ძირითადი საფიქრალი იყო, მოწყობილობებისა და პლატფორმების ფართო სპექტრის მხარდაჭერის შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, მომხმარებლის მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილება- ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მუშაობის სისწრაფე”.
რიჩარდ იუს განმარტებით, HarmonyOS სრულიად განსხვავდება Android და iOS-სგან. მას აქვს გაცილებით საიმედო და დაცული არქიტექტურა, დაფუძნებულია მიკროკერნელზე, რომელიც ოპერაციული სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო მექანიზმებს, მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფით, ახორციელებს, ამასთან უზრუნველყოფს მოწყობილობებს შორის უწყვეტ კავშირს, მაგალითად რომ განვიხილოთ რაიმე აპლიკაცია, ახალი ოპერაციული სისტემის საშუალებით, თქვენ მისი გადატანა და მართვა სხვადასხავ სახის მოწყობილობაში სრულიად შეუფერხებლად და მარტივად შეგეძლებათ. ტრადიციულად, ახალი ოპერაციული სისტემები გამოდის ახალი თაობის მოწყობილობებთან ერთად. ჯერ კიდევ 10 წლის წინ, HUAWEI-მ წარმოიდგინა მომავლის ხედვა, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტი ადაამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო. შესაბამისად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეკვლია როგორ შეიძლებოდა ასეთი შესაძლებლობის შეთავაზება მომხმარებლებისთვის და აქედან გამომდინარე შექმნა HarmonyOS - მსუბუქი და კომპაქტური ოპერაციული სისტემა ძლიერი ფუნქციონალით. პირველ ეტაპზე სისტემას ისეთი ჭკვიანი მოწყობილობისთვის გამოიყენებენ როგორიც არის smart საათი, smart ეკრანი, სატრანსპორტო სისტემა და smart სპიკერი.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მედიაში...
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsun...
Teslas da SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენების ...
კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვა...
სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მამაცაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა. ის პირველი ქართველია, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. "სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ გუ...
HUAWEI-ს ხსენებისას ყველას ფაქტობრივად ერთნაირი ასოციაცია უჩნდება - მაღალი ხარისხის სმარტფონები ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ისეთ პარამეტრე...
თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები