2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“თავისით გამოისახა ჯვარი და ზეთიც გადმოვიდა”- თიკა მახალდიანის ქმარი ამტკიცებს, რომ ოჯახში სასწაული მოხდა

მომღერალ თიკა მახალდიანის ქმარი, თემო პირველაშვილი სასწაულზე წერს, რომელიც მათ სახლში მოხდა.

"არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია, რასაც ხედავთ. ერთი წლის წინ ვაკურთხებინე სახლი. მეც ვესწრებოდი. მამაომ ეს სტიკერები, რომლებზეც ჯვარია გამოსახული, თავისი ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.

მას მერე ერთი წელი გავიდა. ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც და ყოველ სახლში დაბრუნების დროს, კარებს რომ ვაღებ, სულ უყურებ ამ სტიკერს. ახლა,  ამ წუთში სახლში მოვედი და აი, ამას შევესწარი. ვიფიქრე, თიკამ წაუსვა რაღაც, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერი არ წაუსვამს და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულიბრივი ახალი ზეთია. დაილოცის ამის განგება! უფალო, დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი”, – დაწერა თემო პირველაშვილმა და ფოტოები გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები