თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
„ახალი საირმე“ შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს მასპინძლობს. მატეო სივერო, რომელიც მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის სტატუსს ფლობს, საირმეში პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მისი მასტერკლასები იტალიური სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციებსა და მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.
მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფი: „მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციულია. მათი მონდომება და ინტერესი მასტერკლასებს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ნაყოფიერს ხდის. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კურორტ საირმის არაჩვეულებრივი ბუნება, უნიკალური წყლები და სტუმართმოყვარეობა“.
პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში გასტრონომიის სფეროს განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფი მართავს ტრენინგებს. ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია და გამოცდილებაა, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა“.
ინტენსიური გადამზადების კურსები, რომლებიც მთლიანად იტალიურ სამზარეულოზეა აგებული და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს, „ახალ საირმეში“ 18 აპრილს დაიწყო. მატეო სივეროს მასტერკლასამდე მსმენელებს იტალიური სამზარეულოს ტექნიკები ჯოვანი ტუჩიმ გააცნო. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18-22 აპრილს მიმდინარეობდა.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუშეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები