0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"1 კვირის წინ ანას მოულოდნელად წაერთვა მარჯვენა ფეხისა და ხელის კონტროლის უნარი... ჯერ მხოლოდ 10 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს" - 10 წლის ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება

10 წლის ანას ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გოგონას ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ:

- 1 კვირის წინ ანას მოულოდნელად წაერთვა მარჯვენა ფეხისა და ხელის კონტროლის უნარი. გადაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც კვლევამ აჩვენა, კეფის არეში არის წანაზარდი, რომელიც ხელს უშლის კიდურების მოძრაობაში. ეს წანაზარდი იმდენად საშიშ ადგილას არის, რომ აქ ვერც წესიერად იკვლევენ და ოპერაციაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
მოკვლევის შედეგად თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მიიღო და ითხოვენ, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოთ ბავშვი. ასეთი რთული შემთხვევის მკურნალობა, თანაც საზღვრებს მიღმა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გარკვეული თანხა აქვთ, მაგრამ არ არის საკმარისი, ასე უცებ მობილიზება კი ძალიან რთულია.
ძალიან არ მინდა თქვენი შეწუხება. უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. გთხოვთ, თუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, ასეთ დროს თითოეულ თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯერ მხოლოდ 10 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. კიდევ უნდა დადგეს ფეხზე და ირბინოს, ითამაშოს.
წინასწარ ცამდე მადლობა ყველას.
საქართველოს ბანკის ანგარიში:
GE57BG0000000535826426
მიმღები: ლონგინოზ შამანაური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები