თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, მაშინ როდესაც საომარი კონფლიქტის
სწრაფი გადაწყვეტა ჯერჯერობით უფრო ოპტიმისტური მოლოდინია, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით საპროგნოზო
მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.
გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. აღსანიშნავია რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების
პოტენციალი დაახლოებით 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას
ინარჩუნებს. კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე,
პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის
მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი
შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება. გაზრდილი
სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, წელს შედარებით მცირე წვლილია გათვალისწინებული.
ლარის კურსთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება დიდწილად ნეიტრალურია. ლარის მხარდამჭერი არგუმენტებიდან
აღსანიშნავია საბაზო სცენარით სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების ბალანსის გაუმჯობესება. ასევე, მართალია მაღალი
ინფლაცია წელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და 2021 წლის მსგავსად, არაერთ შემთხვევაში მოსახლეობის რეალური
შემოსავლების მატება სათუოა, თუმცა ეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების წინაპირობაა, რაც ლარის კურსისათვის
პოზიტიური ფაქტორია. ამასთან, რეგიონის სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო კურსი მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო
სუსტი ლარის არგუმენტია.
საყურადღებოა, რომ პუბლიკაციის ავტორების შეფასებით, არ არის აუცილებელი, რომ ლარის შესაძლო გაუფასურებამ ეკონომიკის
ზრდის შეფერხებაზე გარკვეული დამაბალანსებელი ეფექტი იქონიოს. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისათვის უფრო რელევანტური
ანალიზის საფუძველზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის ზრდას შორის შესაძლოა უარყოფითი კავშირიც კი არსებობდეს,
განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს ე.წ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტს.
გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები