„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. პლატფორმის არსებობიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 272 ბავშვს უკვე ჰყავს სუპერგმირი. ეს კი იმას ნიშნავს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად ეგზავნებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ამანათი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ყოველდღიური გამოყენების ნივთებით. სუპერგმირები, პლატფორმის გუნდთან ერთად, ცდილობენ ხელი შეუწყონ მოზარდებს, მიიღონ უკეთესი განათლება და გაიღრმავონ ინტერესები.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა „სუპერგმირის“ თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ ბავშვობა.
ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია ბავშვის სუპერგმირად იქცეს და მისი ცხოვრება შეცვალოს.
სუპერგმირის პლატფორმის გუნდი წინასწარ ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს და ყოველი თვის ბოლოს, ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლში www.Extra.ge-ს ვებგვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს.
როგორ გავხდეთ სუპერგმირი?
მოხალისე პლატფორმაზე www.supergmiri.ge თავად ირჩევს ბენეფიციარს იწყებს მის ყოველთვიურ დაფინანსებას და ასე ხდება სუპერგმირი. სურვილის შემთხვევაში სუპერგმირს შეუძლია პირადადაც გაიცნოს ბავშვი, გახდეს მისი მეგობარი და მენტორი, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, დაეხმაროს საყვარელი საქმის აღმოჩენაში. ამ პროცესში მას დაეხმარებიან სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100% ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი, ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავახალისოთ, გახდნენ სუპერგმირები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში. პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და მათ განვითარებაში. ჩვენ ერთად უკვე შევძელით 272 ბავშვისთვის ცოტათი მაინც შეგვეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ",-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://supergmiri.ge
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები