0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის გამოყენების ნერგავს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ქართულ ფინანსურ სივრცეში, კიდევ ერთ უნიკალურ სერვის ნერგავს. ეს არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების დამოწმება როგორც ბანკის აგრეთვე მომხმარებლების მხრიდან.

საწყის ეტაპზე პროდუქტი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე იურიდიული და ინდ.მეწარმე ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე საბანკო გარანტიების გასაცემად. ეტაპობრივად ეს ტექნოლოგია გავრცელდება სხვა სერვისებზეც.

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა თიბისის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ფუნქციონალის გამოყენებით მარტივდება ტრადიციული საბანკო სერვისი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელშეკრულება დისტანციურად გააფორმოს, დაზოგოს დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადოს.

პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ბიზნესის დამფუძნებლები და დირექტორები (ხელმომწერი პირები), რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში და ხშირად იყენებენ გარანტიის სერვისს. ელექტრონული ხელმოწერითა და შტამპით სარგებლობა მოსახერხებელი იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესებისთვისაც; ასეთ ორგანიზაციებში კარგად იციან ელხელმოწერის სერვისი და მათი უმრავლესობა უკვე იყენებს ელხელმოწერის ფუნქციას.

პანდემიის პერიოდში, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თიბისი ცდილობს მინიმუმამდე შეამციროს ფილიალებში ფიზიკური ვიზიტების რაოდენობა. რაც სწორედ ელხელმოწერის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

ფიზიკური პირის მიერ კვალიფიციური ელხელმოწერის განსახორციელებლად საჭიროა:

• ახალი ტიპის პირადობის მოწმობა;
• პაროლები, რომლებიც პირადობის მოწმობასთან ერთად გადაეცემა პირს;
• Card Reader - პირადობის წამკითხავი, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სახლში;
• პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე;
იურიდიული პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად საჭიროა:


• ელ-შტამპი - იურიდიული პირის დოკუმენტის დამოწმების მექანიზმი, რომლის შესაძენად აუცილებელია განცხადების დაფიქსირება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე;
• პაროლები, რომლებიც ელშტამპთან ერთად გადაეცემა პირს;
• Card Reader - შტამპის წამკითხავი, ელექტრონულ შტამპთან ერთად გადაეცემა პირს;
• პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...