0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები“

ჩამოტვირთვა

"როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში." - ეს არის მწერალი, რომლის წიგნებიც “ოცნებას მაიძულებენო”- ერთხელ, ეს სიტყვები, ამ ადამიანთან შეხვედრისას, ქალაქ ლურდის ერთ ჩვეულებრივ გამვლელს აღმოხდა. გავიდა ხანი და მწერალმა ამ უცნობ მამაკაცს თავისი მომდევნო წიგნი მიუძღვნა... „ყველაფერი მეუბნება, რომ, შესაძლოა, შეცდომა დავუშვა, მაგრამ შეცდომების დაშვება ჩემი ცხოვრების ნაწილია, რა სურს სამყაროს ჩემგან? სურს, რომ არ გავრისკო? დავბრუნდე იქ, საიდანაც მოვედი, რადგან არ მეყო ძალა ცხოვრებისთვის „დიახ“ მეთქვა?... ასე შეიქმნა 11 წუთი... თუმცა მანამდე იყო პილიგრიმობა, ბრიდა, ვალკირები, მაქთუბი, რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი, მეხუთე მთა, სინათლის მეომრის სახელმძღვანელო, ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა, ეშმაკი და ქალბატონი პრიმი და ალქიმიკოსი, წიგნი, რომელმაც გამოცემისთანავე ბესტსელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა. იგი მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ფენომენად აღიარეს. „გულს მოუსმინე მას ყველაფერი ესმის, რადგან სამყაროს სულის ნაწილია და ოდესმე ისევ დაუბრუნდება.„ დიახ ეს პაულო კოელიოა, თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი, რომლის წიგნებიც ბესტსელერებად იქცა და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. პაულო კოელიო ბრაზილიელი მწერალი და ლირიკოსია. მისი ბავშვობა ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო, მას ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება მშობლებთან. საბოლოო ჯამში, 17 წლის პაულოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. 1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა. საბოლოოდ, მწერლად ჩამოყალიბდა და მისმა წიგნებმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 11 წუთის შემდეგ იყო „ზაჰირი“ , „როგორც ნარნარი მდინარე“ და „პორტობელოელი ჯადოქარი“. სიტყვა „ზაჰირი“ არაბული წარმომავლობისაა და ხილულს, ნამდვილს ნიშნავს. ეს არის ის “რაღაც”, რაც სულში ჩაგისახლდება და მის გარდა ვერაფერს ხედავ, სანამ არ იპოვი იმ “ერთს”, რომელიც დაკარგე და ზაჰირად გექცა. სწორედ ეს სტანჯავს წიგნის მთავარ გმირს, მას ზაჰირად თავისი დაკარგული ცოლი ექცა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოს. „ თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები“. „ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას, ჩვენ ადამიანთა გულები, შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას, თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა გვეპოვა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაშია, რადგან ტანჯვის შეგვეშინდა.“ რაც შეეხება, კოელიოს „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“, ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაციაც მოხდა - წიგნი მოგვითხრობს ქალზე, რომლისთვისაც მამაკაცის გარემოცვაში ყოფნა, ღამის კლუბებში სასიამოვნო დროსტარება, ყველა სურვილის დაკმაყოფილება საკმარისი არ აღმოჩნდა ბედნიერებისთვის, ვერონიკას არ იზიდავს ასეთი ცხოვრება და ერთ ,,მშვენიერ” დილას თვითმკვლელობასაც გადაწყვეტს… წამლის დიდი დოზის მიღების შემდეგ გონზე მოყავთ, მაგრამ გრძნობს, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა. საავადმყოფოს შეზღუდულ გარემოში ჰპოვებს ვერონიკა თავისუფლებას. აქ გამოამჟღავნებს ისეთ თვისებებს, რომელთაც ადრე გულმოდგინედ ახშობდა. ესაა სიძულვილი, შიში, ცნობისმოყვარეობა და სიყვარული – სექსუალური გამოფხიზლებაც კი. საკუთარი გამოცდილება ეხმარება მას თანდათანობით გააანალიზოს, რომ მისი არსებობის ყოველი წამი არჩევანია ცხოვრებასა და სიკვდილს შორის. "თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში, მაგრამ თუ უარს იტყვი საკუთარ სიცოცხლეზე და ნაბიჯის წინ გადადგმის შეგეშინდება, ღმერთი ცას დაუბრუნდება და მხოლოდ ფილოსოფიური მსჯელობის თემად იქცევა”. პაულო კოელიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები