0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცეცხლოვანი ელენი და არაბული ცეკვების ნამდვილი ზეიმი

ჩამოტვირთვა

თბილისის ერთ ძველ უბანში არაბული ცეკვების პატარა სამყაროა. აქ ყველაფერი აღმოსავლურია, მუსიკა, დიზაინი, ხალიჩები, წესები: აქ ყველა ქალი, შესაბამისად იმოსება, ფეხზე იხდის და სპეციალურ მშვენიერ სამოსს იცვამს. გამონაკლისები, თურმე არც ჟურნალისტები არიან. ამ პატარა არაბული სამფლობელოს არსებობა, ალბად ბევრმა არ იცის, თუმცა მისი დიასახლისი ბევრისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლური ცეკვების მოყვარულთათვის ნაცნობი მოცეკვავე – ელენია. ელენმა საზოგადოებას ორი წლის წინ „ნიჭიერის“ საშუალებით თავისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცნო. დღეს კი ამ თბილისურ და პარალელურად არაბულ სამყაროში მოსწავლეებს აღმოსავლურ ცეკვებს ასწავლის. თითქმის მთელი ცხოვრებაა, რაც ცეკვავს, ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიზანი პროფესიონალ მოცეკვავეთა აღზრდაა, ყველაზე დიდი სიხარული კი ის არის, როცა თავისი შრომის შედეგს ხედავს. ხალხის სიყვარული და ემოცია, ეს ის ჯილდოა, რასაც მაყურებლისგან იღებს, ამბობს, რომ მისთვის საკმარისია. თბილისელი მოცეკვავე ორი დღეა რაც მოსკოვის აღმოსავლური ცეკვების კონკურსიდან დიდი წარმატებით დაბრუნდა, წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს, აღმოსავლური ცეცხლის დანთებას კი ყველა ქვეყნის ყველა სცენაზე ბოლო ამოსუნთქვამდე გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები