0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი.. მე მაპატიეთ - ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც მის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ გამოიწვია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს: 

ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს ) 

 

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს ) 

 

მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ 🙌🏻 ❤️

კომენტარები

მსგავსი სიახლეები