0 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მას აღარ შეეძლო მართვა... მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც - ივანიშვილი კვირიკაშვილზე

ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ექსპრემიერი ივანიშვილი აკეთებს.

ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების და გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე გადაცემა "აქტუალურ თემაში" საუბრობს.ივანიშვილი პირდაპირ არ ამბობს, რომ მას კვირიკაშვილთან დაპირისპირება ჰქონდა თუმცა აცხადებს, რომ კვირიკაშვილი გადაწყვეტილებების შეთანხმებას მხოლოდ ორ მინისტრთან - ქუმსიშვილთან და ალავიძესთან ახერხებდა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც."ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის და პროცესი იყო დაწყებული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით.მას აღარ შეეძლო მართვა, ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც,"-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები