2 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მძიმე სიღარიბის გამო არ მიმიღეს „დინამო თბილისში“. მეც და მამაც ტირილით წამოვედით... ახლა საფრანგეთში შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა სიკეთის გოლები გავიტანო“ - 10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი უკრაინელი ხალხისა და „მთავარი არხის“ დახმარებას გეგმავს

10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელია, საკუთარი თანხით უკრაინელი ხალხისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დახმარებას გეგმავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარში დაწერა.

გიორგი ბეწუკლიშვილი საკუთარ ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა საფრანგეთის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წევრობამდე.

„მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის . ემიგრანტი საფრანგეთიდან . მე ვარ საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით მძიმე სიღარიბის გამო არ მიმიღეს დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბში იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით და მეც და მამაც ტირილით წამოვედით. კარგათ მახსოვს რომ მამა არ მანახებდა ცრემლებს და ძალიან განიცდიდა.

ისიც მახსოვს რომ არც შუქი გვქონდა და არც გაზი . ჩვენ ერთ-ერთ ყოფილ ფოსტის უმოქმედო შენობაში ვცხოვრობდით თემქაზე. ვიყავით სოციალურად დაუცველები. მახსოვს ჩემს დეებს სკოლაში დასცინოდნენ იმის გამო რომ 21 საუკუნეში შეშის ფეჩით ვთბებოდით და ბოლის სუნი აგდითო.

მახსოვს როდესაც უარით წამოვედით და ჩემხელა ბავშვები დარბოდნენ სტადიონზე ძალიან მინდოდა მეც მათნაირად ფორმა მცმოდა და მეთამაშა მაგრამ არ მიგვიღეს ადგილები არ გვაქვსო. უარით გამოგვისტუმრეს. ტირილით წამომიყვანა მამამ და მასაც ვამჩნევდი რომ თვალებზე ცრემლებს მალავდა.

 

აი იმ დღიდან გადავწყვიტე რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და გაჭირვებული ადამიანებს დავხმარებოდი. ამ მძიმე პირობების და ამ უსამართლობის გამო ჩემს მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველო დაგვეტოვა და წამოვედით საფრანგეთში.

უფლის წყალობით ჩემს თანატოლებში 3 ჯერ გავხდი ბომბარდირი და ამ სეზონში კი საუკეთესო შემტევად დამასახელეს. ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და როცა ყოველ შაბათ დღეს თამაში მაქვს მამა ყოველ გატანილ გოლზე ჯერ 5 ევროს ახლა კი 10 ევროს მაძლევს და ვაქუჩებდი ამ თანხას და გაჭირვებულ ოჯახს გამოვუგზავნე საქართველოში. ეს ჩემი ორი ოჯახის დახმარება იყო და ეხლა კი მესამეთ ვაპირებდი გადმოგზავნას რათა ჩემი ნაშრომით მცირედით მაინც გამეხარებინა ვისაც ძალიან ჭირდებოდა. დღეს დღეობით ჩემს სიკეთის კულაბაში 110 ევროა და ვაპირებდი გამოგზავნას უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად. თუმცა სეზონის დამთავრებამდე კიდევ მაქვს დარჩენილი თამაშები და ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ რათა სიკეთის გოლები გავიტანო და სიკეთის კულაბაში გავზარდო თანხა. მინდა ჩემი ნაშრომი რაც მომიქუჩნდება გავყო და ნახევარი უკრაინელ ოჯახს დავეხმარო და ნახევარი მთავარ არხს გადმოვუგზავნო . თავს არ დავზოგავ რათა ჩემი მცირედი შრომით პატარა წვლილი შევიტანო ჩემს საქართველოს სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში. დიდება უფალს დიდება საქართველოს. მიყვარხართ თქვენი გიორგი საფრანგეთიდან“, – წერს გიორგი ბეწუკლიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები