2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორი საკითხს განიხილავს

ჩამოტვირთვა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სასწავლებლის რექტორის ნოშრევან ჩხაიძის საკითხს განიხილავს. საბჭოს წევრთა ნაწილი ჩაიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ რექტორმა დაპირებების შესრულება ვერ შეძლო. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის კანონის დარღვევით დანიშნეს თანამდებობაზე. რაც შეეხება რექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და მისი გათავისუფლების საკითხს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ჯანელიძე აცახადებს, რომ რექტორის თანამდებობიდან გადაყენება საბჭოში შემავალ სუბიექტების ხმათა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ჯანელიძე განმარტავს, რომ ნოშრევან ჩხაძე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რექტორის გადაყენების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე დღის წინ, სტუდენტებმა ქუჩა გადაკეტეს. ისინი რექტორის არჩევნების ხელახალ ჩატარებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ახლანდელი რექტორის ნოშრევან ჩხაიძის არჩევა კანონის დარღვევით მოხდა, რის გამოც არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები