1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „რინგოვეტი“ მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ;  დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე  ერთადერთი გამოსავალი მათი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა იყო, მალე ცხოველების დასახმარებლად ალტერნატიული გზაც გამოჩნდება. „რინგოვეტი“ პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარებაა, რომელიც სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან ამოქმედდება.

„რინგოვეტი“ პირველ ეტაპზე შეზღუდული რესურსით იმუშავებს, თუმცა, გეგმის მიხედვით, მალე მთელ თბილისს დაფარავს. ამოქმედდება მობილური აპლიკაციაც. ცხოველების სასწრაფო დახმარების სამსახური 24-საათიანი იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ვეტექიმი ადგილზე გამოიძახოს, ანუ ყველგან, სადაც ძაღლებსა და კატებს სპეციალისტის დახმარება დასჭირდებათ.

მყისიერი ვეტერინარული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობა შესაბამისი ტრანსპორტით აღჭურვა იყო. ცხოველებზე ზრუნვისთვის „რინგოვეტს“ 2022 წელს გამოშვებული NIU-ს ელექტროსკუტერი - NQI sport – „თეგეტა ჰოლდინგმა“ გადასცა.  

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „რინგოვეტის“ უმთავრესი მიზანი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი გადარჩენაა. ამ ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპს „თეგეტამ“ მხარდაჭერა პირველივე დღიდან გამოუცხადა. ასეთი სერვისი ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა,  ამიტომ სიხარულით შევუერთდით ამ წამოწყებას. ჩვენი კონტრიბუციის მიზანია, ორგანიზაციის ვეტექიმებს ოპერატიულად გადაადგილებაში დავეხმაროთ. სწორედ ამ მიზნით გადავეცით „რინგოვეტს“ ელექტროსკუტერი - სწრაფი და ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება.

 „თეგეტასთვის“ საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუსაფარი ცხოველებიც ამ გარემოს ნაწილი არიან და მათთვის დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აკისრია,  ამიტომ „რინგოვეტის“ მსგავს სოციალურ საწარმოებს სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის საშუალებას კი ნებისმიერ მსურველს დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ვაძლევთ“.

„რინგოვეტის“ მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალურად მარტივად შეძლონ ვეტექიმის გამოძახება გეგმური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. „რინგოვეტი“ იქნება პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, როგორც შინ მცხოვრები, ისე მიუსაფარი ცხოველებისთვის. სასწრაფო დახმარება პირველ ეტაპზე თბილისის ფიქსირებულ არეალს მოიცავს: ვერაზე განთავსდება დეპო, რომელიც 5 კილომეტრის რადიუსს დაფარავს. „რინგოვეტის“ ვეტექიმი გამოძახებებზე “თეგეტას“ გადაცემული ელექტროსკუტერით ივლის.

ნესტან მამაცაშვილი, „რინგოვეტის“ დამფუძნებელი: „რინგოვეტის შექმნის იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა და მას მერე მის განხორციელებაზე ვმუშაობ. ევროკავშირისგან ორი გრანტის  მიღება უკვე შევძელით. სწორედ აღნიშნული გრანტებითა და კერძო შემოწირულობებით მოვახერხეთ „რინგოვეტის“ ბრენდინგი. გავმართეთ აპლიკაცია როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად.  

თავდაპირველად გამოძახება გვექნება არასასწრაფო მიმართულებით, რადგან აპლიკაციის სრულფასოვნად ამუშავებას დამატებთი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. პირველ ეტაპზე რინგოვეტის მომსახურება ყოველდღიურად 18-დან 23 საათამდე იქნება  ხელმისაწვდომი, მალე კი 24-საათიან მომსახურებაზე გადავალთ. პროექტის მთავარი მისია მიუსაფარი ცხოველების სამსახურში ყოფნაა. ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა: ბოლო კვლევებით, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. მჯერა, „რინგოვეტის“ პატარ-პატარა ნაბიჯებით არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შევცვლით და ამ სავალალო სტატისტიკასაც  გავაუმჯობესებთ. ამ გზაზე კი ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტას“ მსგავსად კერძო კომპანიების ჩართულობა და მხარდაჭერა".

მობილური აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს  საშუალება ექნებათ,  24/7 გამოიძახონ ან წინასწარ დაჯავშნონ ვეტერინარის ვიზიტი დედაქალაქის მასშტაბით სასურველ ადგილზე - ბინაზე თუ საველე პირობებში, გაიარონ ვიდეოკონსულტაცია, მიიღონ რეკომენდაციები და დანიშნულება ვეტექიმისგან. სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავებულ მიუსაფარ ცხოველს უმკურნალებს და პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებს, ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების ყოფასაც გააუმჯობესებს. 

--
 თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...